უსუნო ყვავილი
ტყის მახლობლად, ერთი ხის
ძირში ამოსულიყო ეულად
მყოფი ყვავილილი.
ჯერ კიდევ პატარას, უკვე
სურდა გაეგო
ამქვეყნიური ცხოვრება.
ძალიან ცნობისმოყვარე ჩანდა, პატარა
ფოთლები მიმოიბერტყა და გახედა
გაღმით, საითაც
ყვავილთა მთელ
ნაკადს მინდვრები
დაეფარათ. მანაც
ინატრა მათ გვერდით
ყოფნა, გამჩენს უწყრებოდა:
-უფალო, ხომ
შეიძლებოდა, მათ
გვერდით მოგეცა
ბინა, მათთან
ერთად მეთამაშა
და მთელი
ცხოვრება მზის ქვეშ ლაღად გამეტარებინა.
-არა შენ
სადღაც, ტყესთან,
ხის ქვეშ
მომეცი ბინა,
რათა მეტანჯა.
მხოლოდ ტანჯვა
მარგუნე. ნორმალურად
მზის გულზე მეც
მინდოდა მენავარდა.
იგი ტიროდა
თავის აუტანელ
ცხოვრებაზე, ჯერ პატარა
იყო და
უკვე ცხოვრების
არსი იცოდა.
მთელი თავისი
ცხოვრება ტყვეობაში
უნდა გაეტარებინა მარტოკას. მზე მისთვის
ვერ იცლიდა
და წყალი, მზე
იმიტომ, რომ მის
თავზე უზარმაზარ ცაცხვს ტოტები გაეშალა, მთელ სითბოს თვითონ
შთანთქავდა, ყვავილთან კი
საერთოდაც ვერ
აღწევდა. იყო სიციოვესა
და სიბნელეში
პატარა ყვავილი,
ამხელა გაუმაძღარი
ცაცხვის ფესვები
ისე ესწრაფოდნენ წყალს, რომ
ყვავილს წვეთიც
კი არ
ხვდებოდა.
მარტო მდგარი
ყვავილი თავისთავს
ეჩურჩულებოდა:
-პაწაწინა ყვავილი
ვარჩემთვის მარტო,
მეგობარი მე
არ მყავს
და ამხანაგი,
მართალია უსუნო ვარ, მაგრამ
ჩემი შინაგანი
სავსეა სიყვარულით. არავინ
მაფასებს, როგორ მინდა
სიყვარული მეღირსოს.
არ
ვიცი თუ
რა გრძნობაა,
მაგრამ ვგრძნობ,
რომ იგი
ვცოვრების გამაჯანსაღებელია, ვგრძნობ,
რომ ამ
სიყვარულს ვერც
კი გამოვცდი,
მინდა უბრალოდ
ხელი შემახონ
ადამიანებმა, მომეფერონ.
ასეთ სიყვარულსაც დავჯერდებოდი, მაგრამ სულ
სხვაა ჩემი
ცხოვრება.
არსებობს სიყვარული, არსებობს და მერე როგორი, მაგრამ
მისი შეცნობა
არავინ იცის,
ვერც იმას გაიგებ
თუ რატომ გიყვარდება ადამიანი და თუ გაიგებ, ესე იგი
ის აღარ
გიყვარს...
ასე იტანჯებოდა
პატარა უსუნო
ყვავილი, მისი
გული არავის
ეკუთვნოდა, არავინ აფასებდა. იყო
მარტოდმარტო, ხმის გამცემი
მას არ
ჰყავდა და
არავინ არ
იყო, რომ უბრალოდ
სევდიანი გული
მისთვის გადაეშალა. ეს
აზრი უფრო
უათმაგებდა ტანჯვას.
გავიდა ხანი,
სიყვარულისადმი იმედი
უფრო და
უფრო უნელდებოდა,
მოხუცდა უკვე, გრძნობდა,
რომ ისე
ლამაზად აღარ
გამოიყურებოდა, როგორც ახალგაზრდობაში.
უფალმა შეისმინა
მისი ვედრება
და პაწაწინა
უსუნო ყვავილს,
მოხუცებულობაში სიყვარულის
გრძნობა განაცდევინა.
ტყის მახლობლად
ახალგაზრდები თამაშობდნენ, ერთმა მათგანმა ტყეში
გასვლა გადაწყვიტა,
შემთხვევით წააწყდა
უსუნო ყვავილს, ძალიან
გაუკვირდა და
ხმამაღლა წამოიძახა:
-აქ რამ
მოგიყვანა, ამ
ხრიოკ ადგილზე? თანაც
მარტოკა, მართალია უსუნო
ხარ, მაგრამ ძალიან
ლამაზი. მიეფერა ფოთლებზე
და აკოცა.
ბედმა გაუღიმა
საწყალს, ახლა
მაინც ეღირსა
მოეპოვებინა მისდამი
გრძნობა, რომელსაც
ამდენიხანი ახალგაზრდობაში ელოდა, მაგრამ
ეს სიყვარული
წამიერი აღმოჩნდა.
ყვავილმა იგრძნო
მისდამი სიყვარული,
გახარებულმა ფოთლები
შეარხია, ყმაწვილის
თითებს მიეალერსა, იგრძნო
ადამიანის სითბო, ძალიან
გაუხარდა და
დამშვიდდა.
ბავშვი პატარა
იყო და
არ იცოდა
როგორ მოპყრობოდა
ყვავილს, მან
გადაწყვიტა, მოეწყვიტა და
ამხანაგებისათვის ეჩვენებინა. მართლაც
მოწყვიტა ყვავილი
და მათკენ
გაეშურა.
ყვავილმა იგრძნო,
თუ როგორ
მალე იწურებოდა
მისი სიცოცხლე
და როგორ
მიაბიჯებდა უბრძოლველად სიკვდილისაკენ. თვალებზე
ცრემლი აშრებოდა,
სულს ვეღარ
იბრუნებდა, ანდა
როგორ იქნებოდა
კარგად, რადგანაც
საარსებო წყარო
დაკარგული ჰქონდა.
ბავშვი მიარბენინებდა ყვავილს. ეგონა
ამხანაგებს გავახარებო,
სინამდვილეში სიცოცხლეს
მოწყურებულ უსუნო
ყვავილს კლავდა. ხელს
უჭერდა თითქოს
არსად გჰაქცეოდა,
ეს უფრო
უხუთავდა ყვავილს
გულს, სუნთქვის
საშუალებას არ აძლევდა. ყვავილს
მხოლოდ მთუთქავი
ცრემლები და
სიტყვები დარჩა
მისდამი მოსაგონრად:
-თუ გინდა რომ
იყო ბედნიერი, უნდა იცოდე ერთი რამ; თუ
გინდა რომ გიყვარდეს ვინმე, უნდა უყვარდე მას, მას რომ უყვარდე, უნდა იცოცხლო და რომ იცოცხლო უნდა გიყვარდეს.
ეს წარმოთქვა
და მაშინვე
დაასრულა უსუნო
ყვავილმა თავისი
ცხოვრება.
ბავშვის ხელში
დაჭკნა და
გაქრა ყვავილი. გაკვირვებით უყურებდა დამჭკნარ
ყვავილს და
ვერ აეხსნა თუ
რამ მოახდინა, ან
რატომ მოხდა
ეს ყველაფერი.
ახსნა ვერ
მოძებნა თავის
თავში, ასე
მალე რატომ დაჭკნა და რატომ
გაილია ყვავილი.
ეს არის ავტორის საიტი....
Комментариев нет:
Отправить комментарий